|
2023-09-11 11:58:54, 641 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 8 გუნდს შორის გამართულ ფინალურ მატჩში ნაკრებმა გუნდმა ავსტრალიის გუნდი დამაჯერებლად, ანგარიშით 55-16 დაამარცხა და გამარჯვებულის თასი მოიპოვა. „ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ ტურნირზე ხუთი თამაშიდან ოთხის მოგება მოახერხა და მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გუნდთან დამარცხდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართებოდა და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი იღებდა. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მესამედ მიიღო მონაწილეობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)