|
2023-09-10 15:31:48, 904 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო - გურიაში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია
გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეფასდა. გარდა ამისა, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფები, მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების მეწყრული პროცესებისაგან დაზიანების ხარისხის შესაფასებლად, სტიქიის ზონაში რჩებიან და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესწავლას აგრძელებენ. სპეციალისტების მიერ ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები შემდგომი ქმედებებისათვის. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ. როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე, ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე, გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია. ასევე, დღეს დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით შემოვლა განახორციელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის ტერიტორიაზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მდინარის შეგუბები აღინიშნებოდა. დათვალიაერების შედეგად მდ. მაგანას ხეობასა და მის შენაკადებზე შეგუბებები, ან რაიმე ტიპის მეწყრულ გრავიტაციული პროცესების კვალი არ დაფიქსირებულა",- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)