|
2023-09-07 13:23:57, 809 ნახვა
საზოგადოება
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ბორღალოსნების საგულშემატკივროდ „თიბისი“ 9 სექტემბერს ღია ჩვენებას გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე ბორჯღალოსნები მატჩებს ავსტრალიის, პორტუგალიის, ფიჯის და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავენ. „თიბისი“, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორი, მათ საგულშემატკივროდ განსაკუთრებულად ემზადება და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს გამართავს. თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში სპორტის მოყვარულები ეროვნული გუნდის გამხნევებასა და გულშემატკივრობას „თიბისის“ ფან-ზონებიდან შეძლებენ. პირველი ჩვენება 9 სექტემბერს თბილისში, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლის წინ ჩატარდება. რაგბის მსოფლიო თასის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს. ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, „თიბისის“ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. თარიღი & დრო: 9 სექტემბერი, 20:00 საათი ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქუჩა N25 თამაში: ავსტრალია vs საქართველო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ ღონისძიების მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს პირველი არხი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)