08:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 11:36:40, 512 ნახვა

საზოგადოება
მებაჟე ოფიცრებს ახალი სამსახურებრივი ფორმები გადაეცათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის ყველა გამშვები პუნქტისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებს დღეიდან, საქართველოში წარმოებული, მაღალხარისხიანი ქსოვილისგან დამზადებული ახალი ფორმა და სპეციალური ეკიპირება გადაეცათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები/საწვიმრები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და საერთაშორისო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.

„მებაჟე ოფიცრების სამუშაო რეჟიმიდან და სხვადასხვა ლოკაციაზე რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი ფორმის შექმნისას გათვალისწინებულია, როგორც მისი კომფორტულობა, ასევე თერმორეგულაციის სავალდებულო კომპონენტი და ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომშრომლებს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო წოდება მიენიჭათ. სწორედ, აღნიშნული წოდებები და მათი განმასხვავებელი ნიშნები არის გამოსახული საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების ახალ ფორმებზე.

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრისა და გაზაფხულის სეზონების ახალი ფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო დეპარტამენტის 1550 თანამშრომელს დაურიგდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics