09:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 10:20:18, 650 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი პირველკურსელებს - განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების აუცილებელი პირობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

პრემიერის თქმით, განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. 

"ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ძვირფასო პირველკურსელებო,

გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თქვენი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. ამავე დროს, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. მჯერა, რომ ცოდნის დაუფლების, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის პროცესს საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობით წარმართავთ.

განათლებული ახალგაზრდობა - ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. ამიტომ, განათლება ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი განვითარებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ, საინტერესო სტუდენტობის გზას, თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ",- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics