|
2023-08-29 12:07:09, 640 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის ელჩის მოადგილე - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ვაზის ქართული ჯიშების და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის გაცნობის მიზნით, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებმა აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ვაზის ქართული ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს და ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. „ქართული ღვინო, ბოლო წლებში, ძალიან წარმატებულია გერმანიის ბაზარზე, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ექსპორტიც. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრ ღვინოს გავეცანი, თუმცა საინტერესო იყო ცენტრში დაცული ვაზის ჯიშების ნახვა. მნიშვნელოვანია, გვენახა რას საქმიანობს ცენტრი და მოგვესმინა სამომავლო გეგმები. ვთვლი, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდიდეს საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა. ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა 80 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ვაზის უცხოურ ჯიშებთან ერთად, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშებია დაცული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)