10:42 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 11:06:37, 710 ნახვა

საზოგადოება
ონის მერი - ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია - ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, ამ ეტაპზე ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა.

როგორც ონის მერი აღნიშნავს, ამ დროისთვის ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, წითელი ჯვარი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მინდა, ყველას, თითოეულ მათგანს, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.

სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ, ჩართული არის შსს-ს შესაბამისი უწყების მცურავი საშუალებები, სამაშველო სამსახური, სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტებში როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, გაზრდილია არეალი“, - აცხადებს ონის მერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics