13:04 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 17:36:55, 934 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები

პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინის უსაფრთხოება მას არ უნდა უზრუნველყო.

"თუ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ: მე არ უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე - ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქამდე ორჯერ მივედით. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ, როცა მოსკოვში მიდიოდნენ. მე ვუთხარი: "ჟენია, ხვდები, რომ ხალხს მოკლავ და თავადაც მოკვდები?". მან თქვა: "კარგი, მოვკვდები". მე ვუთხარი: "ჟენია, გამოგიგზავნი თოკს და საპონს". მან მიპასუხა: "არა, არა, არა. არ მინდა, ასე მოვკვდე. გმირულად მოვკვდები". ეს იყო პირველი საუბარი, მეორედ კი ჩემთან დიმა უტკინთან ერთად მოვიდა",- განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics