14:35 - 01 May, 2026
|
2023-08-24 11:13:12, 898 ნახვა
მსოფლიო
მაკფოლი - პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს შურისძიება სურდა, როგორც ჩანს, მან ეს გააკეთა
პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს შურისძიება სურდა, როგორც ჩანს, მან ეს გააკეთა,- აღნიშნულის შესახებ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში წერს. მაკფოლის თქმით, პრიგოჟინმა თავისი ამბოხებით დაამცირა პუტინი. "პრიგოჟინმა თავისი ამბოხებით დაამცირა პუტინი. პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს საბოლოოდ შურისძიება სურდა. როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა. მაგრამ თუ მეგობრების მოკვლა მოგიწევთ, ეს ნამდვილად სიძლიერის ნიშანია?",- წერს მაკფოლი. შეგახსენებთ, გუშინ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)