|
2023-08-24 10:29:55, 778 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ვულოცავ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს - სწორედ თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა
მინდა, მივულოცო ყველა უკრაინელს დამოუკიდებლობის დღე. 24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მტკიცებულება და უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, ხოლო რუსეთს ჩადენილი დანაშაულებისთვის მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. "მინდა, მივულოცო ყველა უკრაინელს დამოუკიდებლობის დღე. 24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მტკიცებულება და უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე. წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო - 18 თვიანი ულმობელი აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელს უკრაინაში. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ, ვიხსენებთ თქვენს ვაჟებსა და ქალიშვილებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს თქვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი საყვარელი ქვეყნისთვის ბრძოლაში. სწორედ თქვენი და თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა. შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღსადგენად და აყვავებისთვის",- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)