|
2023-08-23 17:47:42, 920 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, როგორც ეს სხვა მიტაცებული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა
რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. "უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, ყველაფრის მიუხედავად. რასაც არ უნდა საუბრობდნენ, ჩვენ წინ მივდივართ. როდესაც რუსეთი მიტაცებული ტერიტორიებიდან უკან იხევს, მაშინ უბრალოდ ხუჭავს თვალს ამაზე, ხუჭავს თვალს სისუსტეზე. ასევე რუსულ საზოგადოებას შეუძლია, თვალი დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლაზე",- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან ტერიტორიებით ვაჭრობას არ აპირებს და ყირიმის დეოკუპაცია გარდაუვალია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)