|
2023-08-23 13:55:09, 838 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუ დასავლეთი ვალდებულებებს შეასრულებს
რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუ დასავლეთი რუსეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ყველა ვალდებულება უყურადღებოდაა დატოვებული. "18 ივლისიდან მოყოლებული ჩვენ უარი ვთქვით ამ ე.წ. შეთანხმების გახანგრძლივებაზე. ჩვენ მზად ვიქნებით, ხელახლა შევუერთდეთ მას, მაგრამ, ჩვენ მას დავუბრუნდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ ყველა ვალდებულება ნამდვილად შესრულდება. [...] რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შემზღუდავი სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ამ შეთანხმების არცერთი პირობა არ შესრულდა. რუსეთთან მიმართებით ყველა ვალდებულება უყურადღებოდაა დატოვებული",- განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)