14:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 15:03:35, 866 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს ათენში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

როგორც ზელენსკიმ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული სასურსათო პროდუქციის ექსპორტი და ტრანზიტი 15 სექტემბრიდან სრულად აღდგეს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება.

„გამოვხატე მადლიერება მისი ძალისხმევისთვის უკრაინული სურსათის ექსპორტისა და ტრანზიტის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია 15 სექტემბრიდან მათი სრული აღდგენა“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ათენში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების არაფორმალური სამიტი იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics