|
2023-08-22 14:47:44, 887 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისშია. ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მეხანძრე დაშავდა. მომხდარის გამო საბერძნეთის რამდენიმე სოფლიდან, ასევე ალექსანდროპოლისთან მდებარე კლინიკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. საფრანგეთმა, კვიპროსმა და რუმინეთმა საბერძნეთში მეხანძრეების დასახმარებლად ძალები გაგზავნეს. აღნიშნულ საკითხზე საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს. "საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:
საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000. აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)