|
2023-08-22 10:47:26, 846 ნახვა
მსოფლიო
ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ათენში გამართული სამიტის დროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN Greece ავრცელებს. CNN Greece-ის ცნობით, ქვეყნებმა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს, ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც დემოკრატიის ფასეულობებსა და სამართლის უზენაესობაზე არის დაფუძნებული. "რუსეთის შეჭრა უკრაინაში საკვანძო მომენტია ევროპისთვის, რომელიც ქმნის ცნობიერების ახალ დონეს, საერთო პრინციპებს, ერთიანობისა და საერთო მომავლს ევროკავშირის შიგნით. ეს არის კრიტიკული მომენტი ჩვენი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,- ნათქვამია დეკლარაციაში. გამოცემის ცნობითვე, დოკუმენტს ევროპის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანდასწრებით ხელს სერბეთის, მოლდოვის, უკრაინის, მონტენეგროს პრეზიდენტები, საბერძნეთის, რუმინეთის, კოსოვოს პრემიერ-მინისტრები, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ხორვატიის წარმომადგენლები აწერენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)