14:36 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 08:21:02, 841 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დეკლარაციის თანახმად, ათენი აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო, ტექნიკურ, თავდაცვით და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, გარდა ამისა, ომის დასრულების შემდეგ მის აღდგენაში წვლილის შეტანას. 

მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობისთვის“ და მხარი დაუჭირეს ნატო-უკრაინის საბჭოს როლს, როგორც კიევსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობის გაფართოების პლატფორმას.

„საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობის მიღებას, როდესაც ალიანსის წევრები შეთანხმდებიან  და შესრულდება პირობები, როგორც ეს ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაშია მითითებული“,- აღნიშნულია დეკლარაციაში.

ცნობისთვის, გუშინ, 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics