15:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 13:11:15, 746 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ერთად შვედეთში სამუშაო ვიზიტით გაემგაზვრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკის თქით, ვიზიტის ფარგლებში შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება.

"ფართო შეხვედრები გველის. მე პირადად მინდა მადლობა გადავუხადო შვედეთს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლის მხარდაჭერისთვის.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინელი ჯარისკაცების გაძლიერება, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ თავდაცვის ინდუსტრიაში, უკრაინის ევროინტეგრაცია და საერთო უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში",- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics