|
2023-08-13 13:59:56, 1075 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძის წაშლილი სტენდი ისევ გამოჩნდა
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სტენსილი თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული გმირის გამოსახულება ქუჩებში ისევ დააბრუნეს. მოძრაობა, "რუსეთი ოკუპანტიას" ცნობით, ანწუხელიძის სტენსილს დასუფთავების სამსახური შლიდა და პოლიცია მათ იცავდა. გვერდი შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს. "არასოდეს დანებდე" - ეს გიორგი ანწუხელიძის მთავარი დანაბარებია, რომელიც მის სტენსილს თან ახლავს. ნახატი "რუმსის" კედელზე თავად სასტუმროს ადმინისტრაციის ნებართვით იყო დატანილი. გიორგი ანწუხელიძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)