17:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-12 10:48:02, 732 ნახვა

საზოგადოება
ერდოღანი შოვზე - ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხს ვუსამძიმრებ

თურქეთის  პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღან  შოვში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

ერდოღანმა მისი და თურქი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

"დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს", - ამბობს ერდოღანი.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველები 9 ადამიანს ისევ ეძებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics