23:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 22:40:58, 1020 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია.

მინისტრის განცხადებით, ადგილზე სამძებრო სამუშოები გრძელდება.

"მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთხვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები", - განაცხადა აზარაშვილმა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics