01:14 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 18:33:19, 585 ნახვა

საზოგადოება
„ენერგო პრო ჯორჯია“ - შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, შოვს და გლოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება კურორტს შოვს და სოფელ გლოლას.

"რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება. 

ამ დროისთვს გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics