01:58 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 13:21:47, 567 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურაში სტაჟიორები პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ

საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ,  სტაჟიორები პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ. 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ სტაჟიორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროკურორებად და გამომძიებლებად დანიშვნა მიულოცა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, სტაჟიორების ეს ნაკადი სამაგალითო და განსაკუთრებულია.

„ჩვენ სამსახურს, შესაძლებლობა მოგვეცა ასეთი ღირსეული და წარმატებული კანდიდატები შეგვერჩია მომავალ პროკურორებად და გამომძიებლებად. მადლობას გიხდით ერთწლიანი შრომისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ როგორც სტაჟიორებმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტაჟირების გავლის კომისიამ  ყველა სტაჟიორის  დანიშვნის რეკომენდაცია გასცა", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის  წარმომადგენლები და სტაჟიორები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება 35 პირმა გაიარა. სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ. 

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics