|
2023-08-01 11:13:18, 671 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს
საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროსმა კოორდინატორმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან, სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა პრაქტიკოსთა მიერ საკუთარი გამოცდილების, მიღწეული პროგრესის გაზიარებას და დანახული საჭიროებების იდენტიფიცირებას. "შეხვედრის ფარგლებში პრაქტიკოსმა პროკურორებმა, ცენტრის სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან ერთად განიხილეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკა, არასრულწლოვან მსხვერპლთან კომუნიკაციის სტანდარტები და თავისებურებები. ასევე, იმსჯელეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სამართალწარმოების პროცესში ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებზე, მათ შორის, სტრესის შემცირების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებისთვის ბავშვის მომზადებისას ფსიქოლოგის როლზე. ხაზი გაესვა არასრულწლოვანთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სექსუალური ძალადობის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს და მისი ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვნის ხელახალი ტრავმირების რისკების შემცირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების და პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწის საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ ცენტრის სივრცე შესაძლებლობას იძლევა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდეს ნაკლებად მატრავმირებელ გარემოში, რაც ხელს უწყობს განხორციელებული დანაშაულის შესახებ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და სამართალდამცავ ორგანოს ეხმარება მოიპოვოს მტკიცებულებები, ხოლო პროკურატურამ მოძალადის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გაატაროს უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა. საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა, რისთვისაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)