|
2023-07-28 16:59:42, 862 ნახვა
საზოგადოება
მოხალისეობრივი ორგანიზაციების წევრებთან თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის ცალკეულ ჩანაწერთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, ომის დროს, რეგისტრირებული იარაღის დროებით ამოღების ნორმის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია. აქედან გამომდინარე, თავდაცვის უწყებამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრა გაემართა და მათთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა. „კოდექსზე მომუშავე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუმრებს განუმარტეს, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით, პირიქით, ძლიერდება ტოტალური თავდაცვის პრინციპი, რაც გულისხმობს საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყნის თავდაცვაში. შესაბამისად, ცვლილებები ითვალისწინებს უფრო მეტი მოქალაქის მომზადებას, შესაძლებლობების მიცემას და გაწვრთნას ქვეყნის თავდაცვისთვის. ამ კონტექსტში სამხედრო მოსამსახურეებმა შესაბამის მაგალითებად მოიყვანეს განახლებული წვევამდელთა ეროვნული სამსახური, რომელიც ძლიერი რეზერვის წინაპირობაა და ასევე, თავდაცვის სფეროში ახალი მექანიზმების შექმნა, მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გასაზრდელად. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ომის დროს, რეგისტრირებული იარაღის დროებით ამოღების არსებული ნორმა წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და ა.შ. საქართველოში კი, აღნიშნული ნორმა 1997 წლიდან არსებობს და მისი მთავარი მიზანია, ომის დროს უზრუნველყოფილი იყოს შესაძლო დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგი ლოკალურად, კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)