03:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 13:05:35, 892 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით, შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური მეწარმეობის გაძლიერების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2 წლიანი ვადით გაფორმდა და მემორანდუმის ფარგლებში, ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, არაერთი მხარდამჭერი პროექტი განხორციელდება:

  • შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია სოციალური მეწარმეობის მეშვეობით;
  • ბაზისბანკის მიერ თემატური სოციალური საწარმოს საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერა;
  • ბანკისა და CSRDG-ს მიერ ერთობლივი წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • CSRDG-ის მიერ სამიზნე სოციალური საწარმოების შერჩევა და მხარდაჭერის მექანიზმების ადმინისტრირება.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძლობს სოციალური პროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვარ, რომ ჩვენსა და CSRDG-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არაერთ საინტერესო და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციისა და ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიმართულებებით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics