04:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 16:09:37, 808 ნახვა

საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლაზე - კომერციული ხასიათისაა - ის საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 27 ივლისს, ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემი შემოვა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

სააგენტო ასევე განმარტავს, რომ გემი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

"გემის სააგენტო კომპანიის INFLOT-ის  მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია Россия 1-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ივლისს, საკრუიზო გემმა ASTORIA GRANDE-მ დაიწყო ახალი მარშრუტით მოგზაურობა, რომლის მიხედვითაც გემი ბათუმის პორტშიც შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics