|
2023-07-25 10:11:22, 606 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია რომში იტალიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ.რომში ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო პოლიტიკის მინისტრს, ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რომში გამართული გაეროს სასურსათო სისტემების 2023 წლის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა მდგრადი სასურსათო სისტემების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევითი კუთხით და, ასევე, აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის გაუმჯობესების მიმართულებით. ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დგამს ქმედით ნაბიჯებს რათა უზრუნველყოფილი იყოს ქართული აგროსასურსათო პროდუქტების, მათ შორის, ღვინის და თხილის ხარისხი. იტალიელმა კოლეგამ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული ღვინო გამოირჩევა მაღალი ხარისხით და აქვს კარგი საექსპორტო პოტენციალი. ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ქ. რომში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)