05:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 14:26:13, 895 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კამპანიის ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ.

შსს-ს ცნობით, ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის შემდეგ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112”-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

"სტუმრებმა ბანაკში მყოფ მოზარდებს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის პრევენციისთვის სამართალდამცველებთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

შეხვედრის მიზანია, მოზარდებში დანაშაულის პრევენცია, ცნობიერების ამაღლება, როგორც საგზაო, სახანძრო, ასევე სამოქალაქო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics