05:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 15:06:04, 883 ნახვა

საზოგადოება
ზღვისუბანში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 100 მ სიგრძის კედელი შენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„რომელაშვილის ქუჩაზე გამაგრების სამუშაოები ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება. ბოლო ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს. ასევე, საყრდენი კედლის მოწყობის დასრულების შემდეგ, ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 800 060 ლარი აქვს გათვალისწინებული.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics