05:55 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 11:15:53, 704 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო პოლიციის ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ეკიპაჟების მიერ VIP პირის უსაფრთხო გადაადგილების მხარდაჭერის, ევაკუაციის, საეჭვო ავტომანქანის შეჩერებისა და დაკავების ოპერაცია განხორციელდა.

„ორკვირიან სწავლებას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წევრი ქვეყნებიდან მოვლენილი ცხრა ინსტრუქტორი უძღვებოდა. წვრთნები მიზნად ისახავდა ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის (NATO MNMPBAT) ბატალიონთან საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულების თავსებადობისა და მათი მზადყოფნის განსაზღვრას, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გასაწევრიანებლად. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა უცხოელ ინსტრუქტორებს მადლობის სიგელები გადასცა.

დღეისათვის, სრულიად სერტიფიცირებულია სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ერთი ოცეული, რომელიც უკვე ჩართულია ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალური ბატალიონის ყველა სწავლებაში“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics