|
2023-07-18 10:51:46, 1061 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - EU მოუწოდებს რუსეთს, „მარცვლეულის შეთანხმების“ განხორციელება დაუყოვნებლივ განაახლოს
ევროკავშირი ცალსახად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" შეწყვეტის შესახებ,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული. ბორელის თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება და დაუშვას შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლება. „რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება და დაუშვას შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლება. რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას“,- წერია განცხადებაში. ბორელის თქმითვე, „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტით, რუსეთი ცალმხრივად ბლოკავს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ გზას. „ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" განხორციელება. ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა გააგრძელოს ყველა საქონლის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების დროული და სტაბილური მიწოდების მხარდაჭერა გლობალურ ბაზრებზე ევროკავშირი-უკრაინის „სოლიდარობის გზების“ მეშვეობით. ევროკავშირი გააგრძელებს "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" განახლებისთვის ყველა მცდელობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)