05:55 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 17:09:16, 825 ნახვა

საზოგადოება
88 წლის ასაკში მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა

88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

"გარდაიცვალა გამორჩეული, ყველასთვის საყვარელი ომარ მხეიძე. ლეგენდარული სუხიშვილების სოლისტი. ნინო რამიშვილის განუმეორებელ პარტნიორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საუკუნის მოცეკვავე.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ქორეოგრაფიულ საზოგადოებას და მთელ საქართველოს",- ნათქვამია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განცხადებაში.

ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ომარი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას; მისმა შემოქმედებამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გააცნო საქართველო, როგორც უძველესი და თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა, ხოლო საკუთარ სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა. გულწრფელ თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ომარის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას",- აცხადებს ღარიბაშვილი.

ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის („სუხიშვილები“) წამყვანი სოლისტი. საცეკვაო კარიერის დასრულების შემდეგ, 1984-1989 წლებში იყო თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი.

2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, ხოლო 2014 წელს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა საუკუნის მოცეკვავის წოდება მიანიჭა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics