|
2023-07-15 11:12:40, 1094 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში წყალდიდობას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 1 500-ზე მეტი პირი კი, ევაკუირებულია
სამხრეთ კორეაში წყალდიდობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 500-ზე მეტი მოქალაქე კი ევაკუირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად 3 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, 7 პირი კი დაშავებულია. როგორც მედია წერს, რამდენიმედღიანმა კოკისპირულმა წვიმამ მეწყერი და კაშხლის ადიდება გამოიწვია. სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტრო იტყობინება, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 567 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, უწყება ევაკუირებულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. კორეის სარკინიგზო კორპორაციაში აცხადებენ, რომ მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, რადგან ლიანდაგები დატბორილია და არსებობს კლდეების ჩამოშლის საფრთხე. სამთავრობო უწყებებთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰან დაკ-სუმ სამხედროებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის მუშაობისკენ მოუწოდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)