22:43 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 13:15:42, 1069 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვამ დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმებისკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო - მედია

მოლდოვის მთავრობა დსთ-ს ფარგლებში ხელმოწერილი სამი დოკუმენტის გაუქმებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეთანხმებები, რომლებიც მოლდოვის მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგში უკვე შეიტანა, 1990-იან წლებშია გაფორმებული. 

პირველი შეთანხმება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, მეორე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას, მესამე კი სასაზღვრო ძალებისთვის სპეცტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას ეხება.

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დოკუმენტები შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან დააშორებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics