07:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 10:01:45, 809 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ხორბლის ჩაბარების პროცესი მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

ქართული ხორბლის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის.

წისქვილკომბინატები  მეხორბლე ფერმერებისგან ათასობით ტონა ხორბალს იბარებენ.  

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ შპს „აგროსისტემებს“ ხორბლის ჩასაბარებლად ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების მეხორბლეებმა მიმართეს.

როგორც „აგროსისტემების“ დირექტორი რენა ბაბაევა აცხადებს, პროცესის წარმატებას ხელი აქტიურად შეუწყო იმ ფაქტმა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასური დაწესდა. ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდნენ და ხორბლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 

„წელს ხორბლის კარგი მოსავალია. წისქვილები ნელ-ნელა  ამუშავდა და უკვე ჩაბარებაც დაწყებულია.

ძალიან დაგვეხმარა მთავრობის გადაწყვეტილება - საიმპორტო საფასურის დაწესება. დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ბოლნისიდან, დმანისიდან, თეთრიწყაროდან, სადახლოდან; ხორბალს ვიბარებთ კახეთის რეგიონის მეხორბლეებისგანაც. პროცესი აღდგა და ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. თუ ასეთი ტემპით იმუშავებს წისქვილკომბინატები, მეხორბლეები კმაყოფილები იქნებიან“, - განაცხადა „აგროსისტემების“ დირექტორმა რენა ბაბაევამ.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics