|
2023-07-13 09:29:57, 1124 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მოვიშორეთ ყოველგვარი ეჭვი, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში - იქნება!
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ მოვხსენით ნებისმიერი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში. იქნება!- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს. "ეს არის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, რომლებსაც ადასტურებს მსოფლიოს 7 საუკეთესო დემოკრატია. არასდროს გვქონია ასეთი უსაფრთხოების საფუძველი და ეს არის G7-ის დონე. ამ საფუძველზე ჩვენ ავაშენებთ უძლიერეს ქვეყნებთან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულებების ახალ, იურიდიულად სავალდებულო არქიტექტურას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ მოვხსენით ნებისმიერი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში - იქნება! პირველად, ამას ეთანხმება არა მხოლოდ ალიანსის ყველა წევრი, არამედ ალიანსის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ენერგიულად აახლოებს მას. არასდროს არ ჟღერდა ნატოს სხვა წევრების სიტყვები "თქვენ თანასწორი ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია - თანასწორთა შორის თანაბარი. და ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატოში შესვლით. ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ ნატოს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე - ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და უფრო ფართოდ თავისუფალ მსოფლიოში",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ეწვია. 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)