07:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 10:54:53, 611 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, მორიგი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. იმსჯელეს სამედიცინო განათლების ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების გადაწყვეტილებით, უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„მხარეებმა სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხიც განიხილეს, ასევე, შეაჯამეს დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის შედეგები. ყურადღება გამახვილდა, კლინიკებში შიდა ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ათვისების ვადის ორ თვემდე გახანგრძლივებას.

ექიმებმა სამედიცინო პერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულთა მოტივაციასა და პროდუქტიულობის გაზრდას.

„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, ექიმებთან მორიგი შეხვდა ორ თვეში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics