08:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 14:24:37, 551 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი სოლიდარობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის დირექტორს და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე სოლიდარობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის დირექტორს, სტანისლავ ჩიენიუხს და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორცილებული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

„ბექა ფერაძემ, უცხოელ კოლეგას შრომის ინსპექციის სამსახურის პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭედლიშვილი, მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან აბაშიძე და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი შორენა ყუბანეიშვილი.

სოლიდარობის ცენტრი საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაცვის მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს და  შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics