08:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 09:04:48, 713 ნახვა

საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება. 

"აეროპორტის შესაბამის სამსახურებს  დილის 7 საათამდე მიეცათ დრო, ჩაეტარებინათ ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ ოპერირების გეგმიურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიმზი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმიური მიღება დილის 4 საათიდან დაიწყო. თუმცა შექმნილი სიტუიციის გამომწვევი მიზეზები საჭიროებს დეტალურ გამოძიებას. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი. შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩები",- აცხადებს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. 

ცნობისთვის, გუშინ, 10 ივლისს უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა და დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics