00:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 17:34:25, 841 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ევგენი პრიგოჟინის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აჯანყების მცდელობიდან ხუთი დღის შემდეგ, კრემლში კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს შეხვდა. 

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების მეთაურები და ასეულის ხელმძღვანელობა. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს. თითქმის სამი საათი გაგრძელდა",- განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პესკოვის თქმით, შეხვედრაზე პუტინმა 24 ივნისის მოვლენები და ფრონტზე "ვაგნერის" ქმედებები შეაფასა. 

მისივე ინფორმაციით, „ვაგნერის“ წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები არიან.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics