|
2023-07-09 21:18:26, 1155 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთმა შესაძლოა უკრაინას მი-24 ვერტმფრენების პარტია გადასცა
პოლონეთმა შესაძლოა უკრაინას მი-24 შვეულმფრენების პარტია გადასცა. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მათი თქმით, სსრკ-ს მიერ წარმოებული ვერტმფრენების გადაცემის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ყოფილა. მანამდე პოლონეთმა და სლოვაკეთმა უკრაინას გადასცეს ასევე საბჭოთა წარმოების MiG-29 გამანადგურებლები. მიწოდება მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას შეტევაში, წერს The Wall Street Journal. 6 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პრაღაში ვიზიტის დროს, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ჩეხეთი კიევს საბრძოლო შვეულმფრენების დამატებით პარტიას მიაწვდის. გარდა ამისა, ჩეხი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი მფრინავების წვრთნაში ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებლების გამოყენებისთვის. ნატოს ქვეყნები განიხილავენ კიევში ამერიკული თვითმფრინავების გაგზავნას, მაგრამ The Wall Street Journal-ის ცნობით, ისინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს შევიდნენ სამსახურში. ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 70 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწიეს. აქედან 15 მილიარდ ევროზე მეტი იყო სამხედრო დახმარება.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)