10:48 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 15:15:01, 662 ნახვა

საზოგადოება
რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, ფონდმა Global Conservation 200 000 დოლარი გრანტი გამოყო

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფონდს Global Conservation შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ფონდი Global Conservation, მომდევნო 3 წლის განმავლობაში რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, დაახლოებით 200 000 დოლარი გამოყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს რაჭის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის შესაბამისი ინიციატივების განხორციელებას, პარკის დაცვის სისტემის დანერგვას და რეინჯერთა აღჭურვას საჭირო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს პატრულირების ეფექტიან განხორციელებას, ბრაკონიერობისა და ჭრის ფაქტების ოპერტიულ გამოვლენას. ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადება.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს  ფონდთან Global Conversation ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველური ბუნების დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, სხვა ახალ დაცულ ტერიტორიებთან ერთად, მომდევნო წლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაგეგმილია 16.25 მლნ ევროს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და Wyss Foundation მიერ კი, დაახლოებით, 2 500 000 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics