00:47 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 15:10:40, 1025 ნახვა

მსოფლიო
BBC - ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ბანაკზე სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ბანაკზე სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, წუხელ ჯენინის ერთ-ერთ ბინაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. თელ-ავივში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბინა ჯენინის ბრიგადების სამეთაურო პუნქტად გამოიყენება.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია 5 და დაშავებულია 30 ადამიანი.

თავად ისრაელი კი ამბობს, რომ სულ მცირე, 7 მებრძოლი მოკლეს.

როგორც BBC წერს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაცია, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

აღსანიშნავია, რომ 1950-იან წლებში მოწყობილ ჯენინის ბანაკში 14 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics