|
2023-06-29 10:35:50, 1129 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სანაპირო დაცვა - „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს
წყალქვეშა ნავის "ტიტანის" ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. სანაპირო დაცვის ცნობით, ადამიანის სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ფრაგმენტები, რომელიც ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა ნავის აფეთქების შემდეგ დარჩა, ოთხშაბათს, კანადაში, სენტ-ჯონსში ჩამოტვირთეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნამსხვრევებს შორის წყალქვეშა სადესანტო ჩარჩო და უკანა საფარი იპოვეს.
სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს (MBI) ხელმძღვანელის, კაპიტან ჯეისონ ნოიბაუერის თქმით, "ტიტანის" კატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი. შეგახსენებთ, კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა ნავი "ტიტანი", რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.
ბორტზე 5 ადამიანი - 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი 19 წლის შვილი სულეიმანი, 61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე იმყოფებოდნენ. "ტიტანის" სამძებრო ღონისძიებებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წყალქვეშა ნავის გაუჩინარების მიზეზად აფეთქება დასახელდა და ბორტზე მყოფი ხუთივე პირი დაღუპულად გამოცხადდა.
ბრიტანული სამგზავრო გემი "ტიტანიკი" 1912 წელს, პირველი მოგზაურობისას, აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. კატასტროფას 1 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)