|
2023-06-27 09:48:22, 1070 ნახვა
მსოფლიო
სახდეპის წარმომადგენელი - რუსეთში განვითარებულ მოვლენებს პუტინის რეჟიმის გამოწვევად ვაფასებთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს პუტინის რეჟიმის გამოწვევად აფასებს,- აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენები აძლიერებს ვაშინგტონის შეშფოთებას არასტაბილურობის შესახებ, რაც „ვაგნერს“ ნებისმიერ ქვეყანაში შესვლისას მოაქვს. „რა თქმა უნდა, ახალია პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობის პირდაპირი გამოწვევა. ახალია იმის დანახვა, რომ ევგენი პრიგოჟინი პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს ამ ომის აზრს და აცხადებს, რომ ომი არსებითად ტყუილზე დაყრდნობით წარიმართა. ჩვენ ეს ადრეც განვაცხადეთ, მაგრამ რუსი მაღალჩინოსნებისგან მსგავსი განცხადება ნამდვილად არ მოგვისმენია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რა შედეგები მოჰყვება ამას, ვფიქრობ, გასარკვევია“,- განაცხადა მილერმა. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება. ამასთან, გუშინ 26 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა მიმართა გაავრცელა და განაცხადა, რომ “ვაგნერის” დაჯგუფებას, არ სურდა რუსული სისხლის დაღვრა და აღნიშნული ოპერაცია პროტესტის დემონსტრირებისთვის განახორციელა და არა ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)