01:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 11:40:04, 723 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის მერი - „ვაგნერის“ ამბოხების გამო დაწესებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა

მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში „ვაგნერის” ამბოხების გამო დაწესებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი Telegram-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, იხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღებასთან იყო დაკავშირებული.

"ჩვენ ვხსნით ყველა შეზღუდვას, რომელიც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღებასთან იყო დაკავშირებული.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მოსკოველებს სიმშვიდისა და გაგებისთვის",- წერს სობინიანი.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

24 ივნისს, მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „აჯანყების“ გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.

აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics