02:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 16:55:10, 882 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის საგარეო - იმ რუსების სავიზო ან სასაზღვრო შემოსვლა, ვინც ქვეყანას მიმდინარე მოვლენების გამო ტოვებენ, არ განიხილება

ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს და რუსეთთან საზღვრის კონტროლს აძლიერებს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ინფორმაციას ცვლის.

"ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ინფორმაციას ცვლის. გაძლიერდა საზღვრის კონტროლი. იმ რუსების სავიზო ან სასაზღვრო შემოსვლა, ვინც რუსეთს მიმდინარე მოვლენების გამო ტოვებენ, არ განიხილება. ამ დროისთვის ლატვიისთვის ​ პირდაპირი საფრთხე არ არსებობს,",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მოგვიანებით, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics