2023-06-21 23:52:19, 892 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ავსტრალიის 48 მოქალაქე დაასანქცირა
რუსეთმა ავსტრალიის კიდევ 48 მოქალაქე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დასანქცირებულ პირთა შორის არიან ჟურნალისტები, მუნიციპალიტეტების დეპუტატები და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის კონტრაქტორები.
„ჩვენს ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით დამატებით 48 ავსტრალიელისთვის აკრძალულია. მათთვის, ვინც ანტირუსულ დღის წესრიგს ქმნიან'', - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,