18:28 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 13:41:59, 1097 ნახვა

საზოგადოება
სოსო მაისურაძე - ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის

მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს

მისივე თქმით, ის არსად დამალვას არ აპირებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ ის გორში იმყოფება.

"მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი.

ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა - არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის "ფეისბუკგვერდს", - წერს სოსო მაისურაძე.

შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლების" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.

როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics