|
2023-06-16 16:47:46, 793 ნახვა
საზოგადოება
შარტავას ქუჩა N4-6-თან, ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყო
საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩა N4-6-ის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა და 3 000 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო. 400 კვ.მ ფართობზე კალათბურთის მინი მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები. კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე დაირგო 25 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და დასასვენებელი სივრცე გამწვანდა. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაშიც 570 000 ლარი დაიხარჯა. ხოლო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა. საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)